top of page

როგორ უვლიან ლავანდას.

ჩვენ ხშირად გვეკითხებიან ლავანდის შესახებ: როდის და როგორ რგავენ ჩითილებს, როგორ უვლიან ლავანდას და ა.შ.


ალბათ, მოვიდა დრო, გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება ლავანდის გაშენებისადა მოვლის შესახებ.



1. როდის დავრგოთ ჩითილები ნიადაგში?

შეიძლება აპრილ-მაისში, მაგრამ ჩვენმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ საუკეთესო შედეგი მიიღწევა, თუ დავრგავთ ოქტომბერ-ნოემბერში, ყინვების დადგომამდე. თუმცა, სად არის ჩვენთან ყინვები? ყოველ შემთხვევაში, იქ, სადაც, ლავანდა კარგად იზრდება, განსაკუთრებული ყინვები არც იცის.


2. საჭიროა თუ არა ლავანდის ბუჩქების გაკრეჭა და როგორ გავაკეთოთ ეს?

გაკრეჭა აუცილებელია. და ეს უნდა გავაკეთოთ წელიწადში ორჯერ: თუ დარგავთ შემოდგომაზე, გაკრიჭეთ გაზაფხულზე, ვეგეტაციის დასაწყისშივე, შემდეგ კი მეორედ - ყვავილობის შემდეგ; თუ დარგავთ გაზაფხულზე, გაკრიჭეთ ყვავილობის დასრულებისთანავე, და შემდეგ კი კვლავმომდევნო გაზაფხულზე. გაკრეჭის დროს აუცილებელია მოიჭრას ყველა ყვავილებიანი ღერო, ასევე შეიჭრას ფოთლები და ტოტები ისე, რომ ბუჩქს მიეცეს სფეროს ფორმა. ამასთანავე, თამამად შეიძლება ბუჩქის ზედა ნაწილის მოჭრა სიმაღლისდაახლოებით 1/3 –1/2-ზე(ბუჩქის წვერიდან).ჩითილების დარგვიდან 5-6 წელიწადში, როდესაც ბუჩქები წამოიზრდება, შეიძლება უფრო ღრმა გასხვლა - ბუჩქის დაახლოებით 1/3-ის დატოვებით გასხვლის ხაზამდე.


3. როგორ და როდის უნდა მოირწყას ლავანდა?

არსებობს მოსაზრება, რომ ლავანდას არ სჭირდება მორწყვა. ეს თითქმის ასეც არის. თუმცა წლის მშრალ დროს, ანუ ზაფხულში, ბუჩქების მორწყვაარ იქნება ზედმეტი. და ამის გაკეთება უმჯობესია საღამოს, როდესაც სიცხე გადავა და წყლის ინტენსიური აორთქლება შემცირდება.


4. საჭიროა თუ არა პესტიციდებისა და ინსექტიციდების გამოყენება ლავანდის დაავადებებისა და მავნე მწერებისაგან დასაცავად?

ჩვენმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ლავანდის ზრდასრული ბუჩქები მშვენივრად უმკლავდებიანსხვადასხვა დაავადებებს, რომლებიც აზიანებენ სხვა მცენარეებს. და, როგორც ჩანს, მწერებს შორისაც მას არ ჰყავს ბუნებრივი მტერი.პირიქით, ფუტკრებს, ბაზებს, პეპლებს, კუტკალიებს, და ჭიამაიებს ძალიან უყვართ ლავანდის ყვავილები. ყვავილობის პერიოდში მინდორში ისეთი ხმაურია!


5. როგორი ნიადაგი უხდება ყველაზე მეტად ლავანდას?

ლავანდას არ უყვარს მძიმე თიხოვანი ნესტიანი ნიადაგი. მას სჭირდება ფხვიერი, კარგად დრენირებული ნიადაგი, მჟავიანობის მაჩვენებლით pH 6.5 – 7.5, ანუ ნიადაგი ნეიტრალური მჟავიანობით.


6. როგორი ადგილი ავარჩიოთ ლავანდის დასარგავად?

უმჯობესია გაშლილი მზიანი ან ნაწილობრივ ჩრდილიანი ადგილების არჩევა. ლავანდას უყვარს მზის სინათლე და გაშლილი სივრცეები.


7. როგორ გავამრავლოთ უკეთ ლავანდა?

როგორც ცნობილია, მცენარის გამრავლების ორი გზა არსებობს: თესლით გამრავლება და ვეგეტატიური. პირველი გზა გულისხმობს მცენარის გამრავლებას თესლის საშუალებით, მეორე კი - კალმის საშუალებით, რომელიც მცენარიდან ვეგეტაციის პერიოდშია მოჭრილი.ლავანდის გამრავლებისთვის ორივე მეთოდი წარმატებით გამოიყენება. თესლით გამრავლების მეთოდი უფრო შრომატევადი და ხანგრძლივია, ვეგეტატიური კი - უფრო მარტივი და შედეგსაც უფრო მალე მივიღებთ, თუმცა ამისთვის საჭიროა გვქონდეს ზრდასრული 2-3 წლის ჯანმრთელი მცენარეები.


8. როგორ იტანს სიცივეს ლავანდა?

ჩვენს პლანტაციაში ზამთრის თვეებში ტემპერატურა არ ეცემა 10 – 12 გრადუსზეზე დაბლა. ამავდროულად, სპეციალურ ლიტერატურაში მოცემულიაცნობები, რომ ლავანდა იტანს სიცივეებს -15-20 გრადუსამდე ნულს ქვემოთ.


9. შეიძლება ვიყოლიოთ ლავანდა სახლში?

ლავანდა ღია ნიადაგის მცენარეა, მას სჭირდება სივრცე, მას განვითარებული ფესვთა სისტემა აქვს და ქოთანში ვიწროდ იგრძნობს თავს, მას სჭირდება ჰაერი, მზე და ნიავი.


გიყვარდეთ ლავანდა, როგორც ჩვენ გვიყვარს იგი, და ის აუცილებლად გიპასუხებთ იმავე გრძნობით, გულს გაგიხარებთ კაშკაშა ფერებით და დაგატკბობთ შესანიშნავი სურნელით.


დარგეთ ლავანდა!

გაალამაზეთ ლავანდით თქვენი ბაღები, ვერანდები და აივნები!

ლავანდა სილამაზის, სიმყუდროვის და კარგი განწყობის სიმბოლოა.

2,710 views0 comments
bottom of page