განთქმული პროვანსის ლავანდის ველების მონახულება ყოველთვის ოცნება იყო.

და აი, ზაფხულის ერთ თბილ დღეს, თვალწინ უკიდეგანო ლავანდის ველები გადაიშალა,  იასამანის ყველა ფერში, ხოლო საუცხოო არომატმა დაბადა სიმშვიდე და ერთი შეხედვით სარისკო იდეა: რატომ არ უნდა შევქმნა ლავანდის ველები საქართველოში?

რატომ ლავანდა?

ლავანდა – უნიკალური მცენარეა. მის სილამაზესა და სასარგებლო თვისებებს ადამიანები შორეული პერიოდიდან აფასებენ. ის არა მხოლოდ ამშვენებს ბაღებსა და სკვერებს, ასევე კურნავს და გვიცავს, გვაძლევს ეთერზეთს, რომელიც გამოიყენება პარფიუმერიაში, კოსმეტიკაში, ფიტოთერაპიასა და კულინარიაში.

რატომ საქართველო?

უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ეს ჩვენი სახლია.

იმიტომ, რომ საქართველო მდებარეობს თითქმის პროვანსის განედში, სუბტროპიკულ ზონაში. ამას გარდა, საქართველოში არსებობს ეთერზეთოვანი კულტურის მოყვანის ძველი ტრადიციები.

როგორ დაიწყო.

იდეა დაიბადა, ახლა მცირედის ჯერია – ვაქციოთ რეალობად. ყველაფერი დაიწყო იდეალური ნაკვეთის მოძიებით. 2014 წლის ბოლოს ვიპოვეთ, სიღნაღის რაიონთან ახლოს. მდებარეობა, ფართობი, ნიადაგის შემადგენლობა, ექსპოზიცია, რელიეფი – ყველაფერი ისეთი, როგორც გვინდოდა.

შემდგომი ნაბიჯი იყო მცენარეების მომზადება.

იმ დროს საქართველოში არ არსებობდა არცერთი პლანტაცია, რომელშიც შევძლებდით ლავანდის ნერგების შეძენას, ამიტომ გადავწყვიტეთ გაგვეზარდა ნერგები თესლებისაგან. შევიძინეთ ლავანდის თესლები, რომლებიც შეგროვებულ იქნა ჩილესა და საფრანგეთში და დავთესეთ ტორფიან ტაბლეტებში. 2015 წლის გაზაფხულზე ამოზრდილი ჩითილები გადავიტანეთ ქოთნებში და მთელი ზაფხული გაატარეს ორანჟერიაში. ხოლო შემოდგომაზე, უკვე გაძლიერებული 4000 ნერგი გაიგზავნა მოსამზადებელ, 1 ჰექტარის ფართობის პლანტაციაზე.

პლანტაციის ფორმირება და მოვლა.

2016 წლის განმავლობაში ვამუშავებდით რიგებს, ვებრძოდიტ სარეველებს, ვკრეჭდით ბუჩქებს და ვავსებდით დანაკარგებს. მიუხედავად ამისა არ გამოგვიყენებია ჰერბიციდები და სასუქი. ამიტომ, დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ლავანდა – აბსოლუტურად ორგანული და ეკოლოგიურად სუფთაა.

ლავანდის ბუჩქები, ჩვენის შრომის პასუხად, კარგად იზრდებოდა, ყვავილობდა და ხიბლავდა ყველას თავისი არომატით. განსაკუთრებით მოხბლული იყვნენ გადაღლილი მხრები.

აღფრთოვანება. ფესტივალი.

და აი, 3 წლის შემდეგ, ჩვენი ძალისხმევა დაჯილდოვდა. ლავანდამ მთელი ძალებით იყვავილა და პლანტაციამ გასაოცარი იერი შეიძინა. ეს იყო ნამდვილი აღფრთოვანება!

ამ სანახაობით შთაგონებულთ გადავწყვიტეთ ეს სილამაზე სხვისთვისაც გაგვეზიარებინა და მოვიწვიეთ ყველა ვისაც სურდა პლანტაციის ხილვა.

ხოლო 2017 წლის 1 ივლისს ჩავატარეთ პირველი ლავანდის ფესტივალი საქართველოში. რა თქმა უნდა ყველაფერი სურვილისამებრ არ გამოვიდა, მაგრამ ეს იყო პირველი გამოცდილება.

ჩვენი მისია და მიზანი.

ფესტივალის წყალობით გავიცანით უამრავი ადამიანი, რომელნიც ჩვენსავით აფასებენ და უყვართ ლავანდა საქართველოში და ამრავლებენ საკუთარ ბაღებსა და აივნებზე.

ჩვენი მიზანია – რაც შეიძლება მეტ ადამიანს გადავცეთ ლავანდის მიმართ სიყვარული, დავნერგოთ „ლავანდის კულტურა“ და გავაერთიანოთ ლავანდის ყველა მოყვარული.

მიზნად დავისახეთ – მსურველებს მივაწოდოთ ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომელის დამზადება დაფუძნებულია ლავანდაზე, იქნება ეს ეთერზეთი, საშე, საპონი თუ მშრალი ყვავილები.

ასევე გვსურს ჩვენს ვებ გვერდზე განვათავსოთ ქართველი ოსტატების ნამუშევრები, რომლებიც იყენებენ ლავანდის მოტივებს საკუთარ ქმნილებებში.

იმისათვის, რომ ყველამ ნახოს ჩვენი ლავანდის ველი, ჩვენ გვინდა რომ ჩატარდეს ლავანდის ტური საქართველოში. ტურის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ლავანდის ნახვა, ლავანდის ბუკეტების შეძენა, ლავანდის პროდუქციისა და ლავანდის სუვენირების შეძენა.

Яндекс.Метрика