Partners

ამ გვერდზე განვათავსეთ ინფორმაცია ჩვენი პარტნიორების შესახებ - ოსტატებზე, რომელთა ნამუშევრებიც წარმოდგენილია „მაღაზიის“ განყოფილებაში. თითოეული მათგანი ინდივიდუალურია, დაკავებული არიან შემოქმედებით - სხვადასხვა სახის ხელსაქმით. მაგრამ ყველა ოსტატს აერთიანებს სიყვარული ლავანდის მიმართ, რომელმაც შეკრიბა ისინი ამ ვებ-გვერდზე.

Birdie

ხელნაკეთი დეკორი

„Birdie“  ხელნაკეთი ნივთების სახელოსნოა.ბრენდი დაარსდა 2015 წელს . სახელოსნოში ხდება ხის დეკორატიული დაფების მოხატვა სხვადასხვა თემატიკაზე, იქმნება კედლის სხვა დეკორები, სარკეები, ნახატები და ა. შ.

Elena’s Soap

ნატურალური ხელნაკეთი საპონი

მე არ ვიყენებ საპნის ფუძეს. საპონი არის 100% მცენარეული.  გარდა უმთავრესი  პირობისა( შემცველ კომპონენტთა ნატურალურობა), ის უნდა იყოს დახვეწილი და ორიგინალური ფორმის. გასინჯეთ და დარწმუნდით პროდუქციის ხარისხსა და ეფექტურობაში.

ნატალია აპა

სახლის დეკორი

მანქანის ნაქარგები ნივთებზე. ტექსტილის თოჯინების დამზადება ინტერიერისთვის და სათამაშოდ. ლამაზი საჩუქარი ნებისმიერი შემთხვევისათვის, რომელიც ასევე გაალამაზებს ნებისმიერ ინტერიერს.

დემა-ქართული ნატურალური საპონი

ხელნაკეთი საპონი

ხელნაკეთი საპონი დამზადებული ნატურალურ ცხოველურ და მცენარეულ ცხიმებზე, ეთერზეთზე, სამრუნალო მცენარეებზე, ნატრიუმის ტუტეზე. ფერებად გამოყენებულია მცენარეული საღებავები, არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს და კონსერვანტებს.

ნატურალური საპნები – NT Soap

ნატურალური კოსმეტიკა

„ნატურალური საპნები”-ს დამფუძნებელი: “ნატურალური კოსმეტიკის მომზადება ჩემთვის საინტერესო და შემოქმედებითი პროცესია. პროფესიული(ფარმაცევტი) გამოცდილება, ტექნოლოგიის და ქიმიური პროცესების ცოდნა ჩემი საიმედო დასაყრდენია…

Яндекс.Метрика